საქართველოს ყველაზე ღრმა ტბა -- რიწის ტბა

 

რიწის ტბა


რიწის ტბა აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მეტრზე (აფხაზეთის ტერიტორია ამჟამად ოკუპრებულია რუსეთის მიერ). შერეული ტყით შემოსილ მთებს შორის მოქცეული ლურჯად მოლივლივე დიდი ტბა საოცრად ლამაზ სანახაობას წარმოადგენს და დიდ შთაბეჭდილებს ახდენს მნახველზე. რიწის ტბა და მისი მიდამოები უმშვენიერესია წლის ყველა სეზონზე. ტბის ქვაბული წარმოქმნილია გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად. რიწის ტბის სარკის ფართობია 1,49 კმ², მაქსიმალური სიღრმე კი 101 მეტრი, იგი ამიერკავკასიაში ყველაზე ღრმა ტბაა. მას 6 მდინარე ერთვის, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება მდინარე იუფშარა. წყლის დონე მაქსიმუმს მაისში აღწევს, უმცირესს კი - თებერვალში. ტბაში თევზებიდან მხოლოდ კალმახი ბინადრობს. ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად 1946 წელს რიწის დაცული ტერიტორია შეიქმნა. რიწა საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ტბაა და დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.



ლეგენდა რიწის ტბაზე

ლეგენდის თანახმად, აღნიშნულ ადგილას ცხოვრობდა ულამაზესი ქალი, რიწა, რომელსაც ჰყავდა 3 ძმა – აგეფსთააცეტუკა და ფშეგიშხა. ამ ადგილას, ტბის ნაცვლად, იყო ხეობა, სადაც მდინარე ჩამოედინებოდა. ყოველდღიურად ძმები სანადიროდ მიდიოდნენ და რიწას მარტო უწევდა ხეობაში დარჩენა. საღამოობით კი ძმები დის ულამაზესი ხმით ტკბებოდნენ და მთელ დროს ბედნიერად ატარებდნენ. ერთ დღესაც ნადირობისას, ძმებმა შორს შეტოპეს, რის გამოც შინ დაბრუნება დააგვიანდათ. რიწას მოენატრა საკუთარი ძმები და სიმღერა დაიწყო. მისი ხმა ტყის ყაჩაღებმა – გეგამ და იუპშარამ გაიგონეს და ქალი მოიტაცეს. რიწას კივილი ძმებს შემოესმათ და დის საშველად გამოემართნენ. ერთ-ერთმა ძმამ იუპშარასხმალი ესროლა მაგრამ ხმალი ასცდა და ხეობაში დაერჭო, სადაც ტბა წარმოიშვა. თავად რიწა კი იუპშარას ხელიდან დაუსხლტა და ტბაში გადავარდა. ამასობაში ძმებმა იუპშარაც ტბაში მოისროლეს. ტბამ არ მიიღო იგი და მდინარეს ზღვისკენ გაატანა, თავს გეგამაც ვერ უშველა და წყალში დაიხრჩო. რიწას გადარჩენა ძმებმა ვეღარ შეძლეს. ლეგენდის თანახმად, ძმები მთებში გაბრუნდნენ და დღესაც იცავენ დის განსასვენებელს.


Ritsi lake is located in Abkhazia, Gudauti municipality, in the Bzif river basin, 884 meters above sea level (the territory of Abkhazia is currently occupied by Russia). The big blue lake surrounded by mountains covered with mixed forest is a very beautiful sight and makes a great impression on the visitor. Ritsi Lake and its surroundings are the most beautiful in all seasons of the year. The basin of the lake is formed as a result of the damming of the Lasifse river as a rock falling from the south-eastern slope of the Gagri ridge. The mirror area of Ritsi Lake is 1.49 km², and the maximum depth is 101 meters, it is the deepest lake in Transcaucasia. It has 6 rivers, the largest being Lashipse. The Yupshara river flows from the lake. The water level reaches its maximum in May, and its minimum in February. Only trout lives in the lake. Ritsi protected area was created in 1946 to protect the nature of the lake and its surroundings. Ritsa is one of the exceptionally beautiful lakes of Georgia and has great tourist potential.


Legend of Ritsi Lake


According to the legend, there lived a beautiful woman, Ritsa, who had 3 brothers - Agepsta, Acetuka and Pshegishkha. In this place, instead of a lake, there was a valley where a river flowed. Every day the brothers went hunting and Ritsa had to stay alone in the valley. In the evenings, the brothers enjoyed their sister's beautiful voice and spent the whole time happily. One day, while hunting, the brothers ran into a long distance, due to which they were late to return home. Ritsa missed her brothers and started singing. The forest robbers - Gega and Yupshara heard her voice and kidnapped the woman. The brothers heard Ritsa's screams and rushed to her sister's rescue. One of the brothers threw an arrow at Jupshara but the sword missed and stuck in the valley where the lake originated. Ritsa herself slipped from Yupshara's hand and fell into the lake. In the meantime, the brothers also threw Yupshara into the lake. The lake did not accept him and carried him to the sea, Gaga could not help herself and drowned in the water. The brothers could not save Ritsa. According to legend, the brothers returned to the mountains and are still guarding their sister's resting place.




Comments