ახალი ათონის მღვიმე
ახალი ათონის მღვიმე, ანაკოფიის მღვიმე, ივერიის მღვიმე, მღვიმე აფხაზეთში გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის ჩრდილოეთ კალთაზე.
ახალი ათონის მღვიმის ბუნებრივი ჩასასვლელი, ფართოპირიანი და შვეულკედლებიანი უფსკრული, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე იხსნება. მღვიმე ჩასახულია ქვედაცარცული ასაკის სქელშრეებრივ, ძლიერ ნაპრალოვან კირქვებში და შედგება ვერტიკალური (ჯამური სიღრმე 183 მ) და ჰორიზონტალური (ჯამური სიგრძე 3265 მ) სიღრუეებისაგან. აღსანიშნავია დიდი დარბაზები: "აფხაზეთი", "ქართველ სპელეოლოგთა დარბაზი", "ტაძარი", "სოხუმი", "თბილისი", "ჰელიქტიტების დარბაზი" და სხვა. ზოგიერთი მათგანი მდიდრულადაა მორთული სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის სტალაგმიტებით, ფარდებით, გაქვავებული ჩანჩქერებით. ცალკეულ დარბაზებშია პლატიკური თიხის დიდი სისქის (10-30 მ) ნალექები, ნგრეული მასალა. მღვიმის თავისებურებაა დარბაზების გიგანტურობა. მღვიმური სისტემის მოცულობა 1 მლნ. მ3 აღემატება. ამ მხრივ ის ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა წლის განმავლობაში 12,6-14,4 °C, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 94-100% ფარგლებში ირყევა. მღვიმეში გვხვდება კიბოსნაირნი, ობობასნაირნი, მრავალფეხიანები და სხვა. მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინაOceaniaSouth Americaანტარქტიკა
Comments
Post a Comment