სოხუმის ბოტანიკური ბაღი

 

   სოხუმის ბოტანიკური ბაღი აფხაზეთში, ქალაქ სოხუმში მდებარეობს. 

  •  ბოტანიკური ბაღი 1840 წელს შეიქმნა და ერთ-ერთი უძველესია კავკასიაში. მისი დაარსება რუსეთის შავი ზღვის ფორტიფიკაციის ხაზის მეთაურს - ნიკოლაი რაიევსკის უკავშირდება. 
  • 1853-55 და 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში, სოხუმის ბოტანიკური ბაღი თურქებმა გაჩეხეს, 1894 წელს კი ნარგავების აღდგენითი სამუშაოები დაიწყო. დღესდღეობით ბოტანიკურ ბაღს ხუთი განყოფილება აქვს: ფლორის, ინტროდუქციის, მეყვავილეობის, დენდროლოგიის და მცენარეთა დაცვის. 
  • აქ 4 500-ზე მეტი სახეობის მცენარეა თავმოყრილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სოხუმის ბოტანიკური ბაღი მრავალფეროვანი უნიკალური მცენარეებით, აუზებით, სასეირნო ბილიკებითა და დასასვენებელი არეებით უამრავ ადამიანს იზიდავს, იგი ქალაქის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა.

Sukhumi Botanical Garden is located in the city of Sukhumi in Abkhazia.

   The botanical garden was created in 1840 and is one of the oldest in the Caucasus. Its establishment is connected with the commander of the Russian Black Sea fortification line - Nikolai Rayevsky.
In 1853-55 and 1877-78, during the Russian-Turkish war, the Sukhumi Botanical Garden was cut down by the Turks, and in 1894, the restoration works of the plantations began. Today, the botanical garden has five departments: flora, introduction, floriculture, dendrology and plant protection.
More than 4,500 species of plants from different countries of the world are gathered here. Sukhumi Botanical Garden attracts many people with a variety of unique plants, ponds, walking paths and recreation areas, it is one of the popular sights of the city.







Comments