ანაკოფიის ციხე

 ანაკოფიის ციხე – (ინგლ. Anacopia Castle), VII-VIII საუკუნეების ქართულ-აფხაზური ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს აფხაზეთში, სოხუმიდან 20 კმ-ის დაშორებით, ივერიის მთის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე.

VIII საუკუნის ბოლოდან ანაკოფია ახლად შექმნილი აფხაზთა სამეფოს მთავარი ქალაქი იყო. 1032 წელს იგი ბიზანტიელებმა დაიპყრეს. 1074 წელს კვლავ საქართველოს დაუბრუნდა. XIV-XV საუკუნეებში გენუელებმა ანაკოფია დაიკავეს და ზღვის პირას, მდ. ფსირცხას შესართავთან ციხე ააგეს და ახალშენი (ფაქტორია) დააარსეს. XV საუკუნის მიწურულს საქართველოს სახელმწიფო სამეფო-სამთავროებად დაიშალა. ანაკოფია ჯერ აფხაზთა ერისთავების, ხოლო მოგვიანებით აფხაზთა მთავრების რეზიდენცია გახდა. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა ანაკოფიას ზღუდე შემოავლო. XVIII საუკუნეში ანაკოფიას თურქები დაეუფლნენ და აფხაზთა მთავრების რეზიდენციამ ლიხნში გადაინაცვლა, ამის შემდეგ ანაკოფია ნანგრევებად იქცა და მას აფხაზებმა „ფსირცხა“ უწოდეს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ისტორიული ანაკოფიის ტერიტორიაზე ააგეს წმ. პანტელეიმონის ტაძარი, როგორც ათონის მთის რუსული მონასტრის ფილიალი. სწორედ ამ დროს ეწოდა ანაკოფიას ახალი ათონი. ანაკოფიის ციხესიმაგრის გათხრების დროს აღმოჩნდა ერთიანი საქართველოს მეოთხე მეფის, გიორგი II-ის (1072-1089 წწ.) მონეტა წარწერით: „ქრისტე! ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე და კეისარი“.


ანაკოფიის ციხესიმაგრეს 7 ჰექტ. ტერიტორია ეკავა და ქვის გალავნით შეკრული, შეუვალი თავდაცვით ნაგებობა იყო. დღემდე შემორჩენილია ციხის გრანდიოზული კედლები სამეთვალყურეო კოშკებით, საალყო აუზითა და კირის გამოსახდელი ღუმლით. ციხესიმაგრის მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს ანაკოფიის ტაძარი, რომელიც VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. მის ნანგრევებში ახლაც შეინიშნება შედარებით გვიანი პერიოდის შესანიშნავი ჩუქურთმის ნაკვალევი. საქართველოს გაერთიანების შემდეგ ანაკოფიის ციხესიმაგრე ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფორტიფიკაციო ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც რამდენჯერმე განახლდა ხელისუფლების მიერ და აქ სამეფო ჯარი იდგა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარს იცავდა. 1957-1958 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩნდა VII-XII საუკუნეების საკულტო, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ნაშთი, საკირე, მინისა და თიხის ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები და სხვ. მიკვლეული იქნა აგრეთვე, ელინისტური ხანის ნამოსახლარის ნარჩენები.


Anacopia Castle - (Eng. Anacopia Castle), a monument of Georgian-Abkhazian architecture of the VII-VIII centuries. It is located in Abkhazia, 20 km from Sukhumi, on one of the sections of the Iveria mountain, in the territory of today's New Athos.

From the end of the 8th century, Anakofia was the main city of the newly created Abkhazian kingdom. In 1032 it was taken by the Byzantines. He returned to Georgia in 1074. In the 14th-15th centuries, the Genoese occupied Anakofia and on the sea, the river. They built a castle at the mouth of Psirtskha and established Akhalshen (factory). At the end of the 15th century, the state of Georgia was divided into kingdoms and principalities. Anakofia first became the residence of the Abkhaz nobility, and then the Abkhaz princes. In the 17th century, the headman of Samegrelo, Levan Dadian, surrounded the walls of Anakofia. In the 18th century, Anakofia was taken by the Turks and the residence of the Abkhaz princes moved to Likhna, after that Anakofia became ruins and the Abkhaz people called it "Psirtskha". In the second half of the 19th century, the Saint Panteleimon Cathedral as a branch of the Russian monastery of Athos. It was at this time that Anakofia was named New Athos. During the excavation of Anakofia Castle, a coin of the fourth king of united Georgia, George II (1072-1089), was found with the inscription: "Christ, glory to George, King and Caesar of Abkhazians and Georgians".


Anakofia Castle 7 hectares. It occupied the territory and represented an impregnable defensive structure, which was surrounded by a stone wall. The grandiose walls of the castle with watchtowers, a siege basin and a lime kiln have survived to this day. An important building of the castle is the Anakofia temple, which dates back to the 7th-8th centuries. Traces of fine carvings from a relatively late period can still be seen in its ruins. After the unification of Georgia, the Anakofia fortress was one of the important fortresses of the country, which the government renovated several times, and the royal army was stationed here, which protected the north-western border of the country. As a result of the archaeological excavations conducted in 1957-1958, the remains of cult, residential and agricultural buildings of the 7th-12th centuries, sakire, glass and clay vessels, agricultural tools, etc. were found in the territory of the castle. city. The remains of the Hellenistic period settlement have also been traced.

Comments