ახალი ათონის ტაძარი

 

ახალი ათონი (აფხ. Афон Ҿыц) (ყოფ. ფსირცხა - გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს.) — ქალაქი და ზღვისპირა კლიმატური კურორტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, შავი ზღვის ნაპირას, მდინარე ფსირცხის შესართავში. ზღვის დონიდან 50 მ. გუდაუთიდან დაშორებულია 7 კმ-ით, ხოლო სოხუმიდან — 18 კმ-ით.

სახელი მომდინარეობს ახალი ათონის მონასტრის სახელწოდებიდან. VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორების ცნობით ადრე მის ადგილზე ქალაქი ტრაქეა მდებარეობდა. მისი ეს სახელწოდება ძველი ქართული „უღაღის“ (გაუვალი ადგილის) ბერძნული თარგმანია. შუა საუკუნეებში მას ანაკოფია ეწოდებოდა. ამ სახელით „ქართლის ცხოვრებაში“ იგი VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით მოიხსენიება. 1875 წელს ათონის მთის ძირას, ძველი ანაკოფიის ადგილას დაარსდა ახალი ათონის მონასტერი (აქედან წარმოსდგება ქალაქის სახელი). XIX საუკუნიდან მას ფსირცხა ეწოდება, თუმცა ზოგიერთ რუკაზე კვლავ შემონახულია მისი სახელწოდება ანაკოფია.


New Athos (Avg. Афон Ҿыц) (formerly Psirtskha - was named on September 3, 1948.) is a city and coastal climatic resort in Georgia, in the Gudauti municipality of the Autonomous Republic of Abkhazia. It is located on the plain of Kolkheti, on the coast of the Black Sea, at the mouth of the Psirtskhi River. 50 m above sea level. It is 7 km from Gudauti, 18 km from Sukhumi.


The name comes from the name of the New Athos Monastery. According to Byzantine authors of the 6th century, the city of Trachea was located in its place. Its name is the Greek translation of the old Georgian "Ughaghi" (impassable place). In the Middle Ages it was called Anakofia. This name is mentioned in the "Life of Kartli" in connection with the stories of the 8th century. In 1875, at the foot of Mount Athos, in the place of the old Anakofia, the new Athos Monastery was founded (hence the name of the city). Since the 19th century, it has been called Psirtskha, although on some maps its name Anakofia is still used today.

Comments